logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი საავტორო უფლებათა ასოციაციაში საგამოძიებო მოქმედებებზე": საკომიტეტო მოსმენების დროს არაერთ გადაცდომაზე და დარღვევაზე იყო საუბარი
- +

3 თებერვალი. 2024. 16:57

 

 

სანამ გამოძიების და მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს თავს შევიკავებ ჩემი მოსაზრების გამოთქმისგან, თუმცა, ალბათ ლოგიკური იყო ეს ნაბიჯი გამომდინარე იმ განხილვებიდან, რომელიც პარლამენტში განხორციელდა საავტორო უფლებების კანონთან დაკავშირებით”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

 

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების დროს არაერთ გადაცდომაზე და დარღვევაზე იყო საუბარი ამიტომ, ლოგიკურია, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით.

 

„ამ განხილვებზე არაერთ სერიოზულ დანაშაულზე, გადაცდომაზე და დარღვევაზე იყო საუბარი ამიტომ, ლოგიკურია ის, რომ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდნენ ამ ყველაფრით, თუმცა ამაზე მეტი ინფორმაცია მე არ მაქვს. მე, როგორც ერთ დეპუტატს, ლოგიკური კითხვა და სურვილი მიჩნდება, რომ სათანადოდ იყოს გამოკვლეული ყველა ის ფაქტი, რომელზეც პარლამენტში იყო საუბარი საკომიტეტო განხილვებზე, თავად ავტორების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner