logo_geo
eng_logo
ჩოგბურთი | დევისის თასზე საბა ფურცელაძემ საქართველო დააწინაურა
- +

3 თებერვალი. 2024. 17:24

 

 

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე დევისის თასის გათამაშებაზე, საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები მასპინძლებთან შეხვედრაში 1:0 დაწინაურდა – ერთეულთა თანრიგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, საბა ფურცელაძემ ლიეტუველი ვილიუს გაუბასი სამ სეტში 6:3, 1:6, 7:5 დაამარცხა.

 

დღეს ვილნიუსში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება – ზურაბ ტყემალაძე რიკარდას ბერანკისს შეხვდება. 4 თებერვალს კი ერთი მატჩი წყვილთა თანრიგში გაიმართება, ორი კი ერთეულებში.

 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადასასვლელად პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ლიეტუვის ძლიერი ნაკრების დამარცხების შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადავა.

 

დევისის თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბა ფურცელაძის, ზურაბ ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ასპარეზობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner