ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლების თავზე სპეციალურად მათთვის დაბეჭდილი „გაზეთები“ ჩამოყარა სახელწოდებით The Reality (რეალობა). ამის შესახებ The Times of Israel ებრაულენოვან მედიაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ცნობით, ბროშურა ღაზას მოსახლეობას „გამოფხილებისკენ“ მოუწოდებს. მასში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ კლავს მათ შვილებს და პალესტინელთა მომავალი, მათივე ხელშია.
როგორც The Times of Israel წერს, ბროშურაში მოყვანილია სტატიები, რომლებიც მოწმობს ევროკავშირის მხრიდან „ჰამასის“ ლიდერ იაჰია სინვარისთვის სანქციების დაწესებას და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას და ასევე, უარყოფს ტერორისტული ჯგუფის სპიკერის განცხადებებს.
„მათ ხალხის ფული გვირაბებსა და იარაღში გაფლანგეს.
მათ გაანადგურეს ყველაფერი კარგი.
თქვენ გცემდნენ და გაწამებდნენ, თქვენს ოჯახებს ქუჩაში ყრიდნენ.
და ისინი, გვირაბებში იმალებიან.
შენ ხმას არ იღებ?
ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია.
თქვენი მომავალი თქვენს ხელშია“, - ებრაული მედიის ცნობით, წერია ღაზაში ჩამოყრილ ფურცლებზე.