logo_geo
eng_logo
ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოსა და ლიეტუვის მატჩში ანგარიში გათანაბრდა
- +

3 თებერვალი. 2024. 18:50

 

 

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე დევისის თასის გათამაშებაში, საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩში ანგარიში გათანაბრდა – საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ შეჯიბრის მეორე შეხვედრა მასპინძელ რიკარდას ბერანკისთან ორ სეტში, 2:6 2:6 წააგო. შეგახსენებთ, რომ დღეს ერთეულთა თანრიგში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, საბა ფურცელაძემ ლიეტუველი ვილიუს გაუბასი სამ სეტში 6:3, 1:6, 7:5 დაამარცხა.

 

4 თებერვალს ვილნიუსში ერთი მატჩი წყვილთა თანრიგში გაიმართება, ორი ერთეულებში და გამარჯვებული გამოვლინდება.

 

2023 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა – ლიეტუვის ძლიერი ნაკრების დამარცხების შემთხვევაში საქართველო მსოფლიო ჯგუფ 1-ში გადავა.

 

დევისის თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბა ფურცელაძის, ზურაბ ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ასპარეზობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner