თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და მათ გირაოს სახით 3000-3000 ლარის გადახდა შეეფარდათ.
პროკურატურა სხდომაზე ბრალდებულების მიმართ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლებისას აქციის დროს აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანების გამო დააკავეს.