"ეს არის პრაქტიკულად 100%-ით დახვეწილი პროგრამა იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ქვეყანას აქვს, "- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. კითხვა სამთავრობო პროგრამას შეეხებოდა.
„შესაძლოა ოპოზიციას გულწრფელად კი სჯერა, რომ რეალურად რაღაცები პროგრესისკენ წავა, მაგრამ არამც და არამც არ აღიარებენ. მთავარი ისაა, რომ პროგრამა გამართულია და ყველა ხედავს, რომ მთავარი ღირსება ამ პროგრამის ისაა, რომ გარდა იმისა, რომ ამბიციურია, ის რეალისტური და დამაჯერებელია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.