logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე „ლელოზე“: როგორ შეიძლება ამბობდე, რომ ხარ ევროპელი და ამ დროს ბოიკოტს უცხადებ სამუშაო პროცესს - ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა
- +

3 თებერვალი. 2024. 21:00

"როგორ შეიძლება, ამბობდე, რომ ხარ ევროპელი და ამ დროს ბოიკოტს უცხადებ სამუშაო პროცესს. როგორც „ლელო" მოიქცა, ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა," - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ „ლელოს“ ბოიკოტს.

 

 

თუ რამ სათქმელი აქვს, უნდა მოვიდეს და თქვას. ის ცდილობს შემოიფარგლოს მშრალი ბრალდებებით, რომელსაც არ მოჰყვება კონკრეტული არგუმენტაცია. მათ უნდათ რომ როლი მოირგონ მაგრამ სრულიად საპირისპირო აკეთონ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ სრული რესურსი გაფლანგა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო.

 

 

დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, თან ამის ღიად თქმის რცხვენოდათ და ამბობდნენ, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არაო. ამ ხელის შეშლის მიუხედავად ქვეყანამ შეძლო და კანდიდატის სტატუსი მიიღო. მე მგონია, რომ საზოგადოება ოპოზიციის ჩანაფიქრს კარგად მიხვდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ შეძლებდა, ამაში პასუხისმგებელ პირად ხელისუფლებას გამოაცხადებდნენ და შემდეგ წინასაარჩევნო არგუმენტად ამას გამოიყენებდნენ, მაგრამ ეს ვერ შედგა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner