logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმები სადაც არსებობდა, იქვე, იმავდროულად გაჩნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მხოლოდ არასამთავრობო სექტორს
- +

3 თებერვალი. 2024. 21:40

"აღმოსავლეთ სამეზობლოში, ევროკავშირს, ყველგან ჰქონდა ერთგვაროვანი მეთოდი არჩეული, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად - სამთავრობო პლატფორმები, პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმები," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმები სადაც არსებობდა, იქვე, იმავდროულად გაჩნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მხოლოდ არასამთავრობო სექტორს. ისინი თვითონ რიგდებიან იმასთან დაკავშირებით, ვინ რა ფორმით, რა საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ცალკეულ დისკუსიაში ჩართული - ამისთვის არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა. ის ორგანიზაციები, რომლებიც ახლა შემოდიან კონფრონტაციაში და ცდილობენ ხელოვნურად კონფლიქტის გაჩაღებას ამ თემასთან დაკავშირებით, გავიდნენ ამ პლატფორმიდან. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ჩრდილში აქცევენ მთლიანად არასამთავრობო სექტორს“, -აღნიშნა სარჯველაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner