-
+
3 თებერვალი. 2024. 21:58
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, გიორგი ჩიხელიძემ (73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
23 წლის ქართველმა ტურნირზე ხუთი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან ვაზარით დამარცხდა.