"რეიტინგებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა წარმოებული, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის რეპუტაციისთვის და ასევე იმისთვის, რომ ეკონომიკურ აგენტებს მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორებს, ბიზნესმენებსა თუ დაინტერესებულ პირებს, ჰქონდეთ მაღალი ნდობა ქვეყნის მიმართ ან არ ჰქონდეთ," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
„ქვეყნის წარმატება მსოფლიო მასშტაბით, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია, თუ როგორ გაფასებენ პირუთვნელი საერთაშორისო შემფასებლები. ეს მნიშვნელოვანია აგრეთვე ხელისუფლებისთვისაც, რომ დაინახოს თავისი ადგილი მსოფლიოში - თუ რომელი სიძლიერისა და განვითარების ქვეყნებს ედრება, ამა თუ იმ თვალსაზრისით. რა არის გამოსასწორებელი. ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკის დაგეგმვისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა დუნდუამ.