საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შს მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომ შსს სამინისტრო და მისი მინისტრი არის ის სტრუქტურა, რომელიც ბევრ ინფორმაციას ფლობს, როდესაც ინფორმაცია გარეთ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის არის მრავალ მტკიცებულებაზე დაფუძნებული.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან არ ყოფილა არეულობა. დესტაბილიზაციას ქვეყანაში არავინ დაუშვებს. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად საფუძვლიანი ინფორმაციებისა, ეს არჩევნები ჩატარდება სამაგალითოდ მშვიდობიან გარემოში. გარემო უკვე არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი, ხოლო იქ, სადაც არის პრობლემები, ჩვენ მას ვიხილავთ უწყებათაშორის კომისიაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა პარტიები აპირებენ არჩევნების მიმდინარეობისას და არჩევნების შემდგომ გარკვეულ პროვოკაციებს.