2023 წლის ზაფხულში დაწყებული უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნამ გენერალ ვალერი ზალუჟნისა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობა უფრო გაზარდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ცნობით, აზრთა სხვადასხვაობას რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, ზალუჟნი აქტიურად უჭერს მხარს მობილიზაციის ახალ ტალღას და მოსახლეობაში უფრო მეტი ნდობით სარგებლობს, ვიდრე ზელენსკი, რაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს.
ამასთან, როგორ Bloomberg-ი წერს, გენერალი მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ არმიის ნორმალურად დაკომპლექტების საშუალებას არ აძლევს.
„ზელენსკი ცდილობდა ზალუჟნი თანამდებობიდან გადაეყენებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ყველაფერი მათ შორის კონფლიქტის შედეგია, რომელიც უფრო ღრმავდება“, - წერს გამოცემა.