logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი ეწინააღმდეგება კანონპროექტს, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს, მაგრამ უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს
- +

4 თებერვალი. 2024. 11:16

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, მხარს არ უჭერენ კანონპროექტს, რომელიც ისრაელის დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა მასში უკრაინის მხარდაჭერაზე საუბარი არ არის.

 

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინე ჟან-პიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში მუშაობდა სენატორების ორპარტიულ ჯგუფთან ეროვნული უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ის საზღვრის დაცვას და უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

„სწორედ მაშინ, როცა კანონმდებლობა თითქმის მზად არის, პალატის რესპუბლიკელები ცინიკურ პოლიტიკურ მანევრირებას მიმართავენ. ისრაელის უსაფრთხოება პოლიტიკური თამაში არ უნდა იყოს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის დასაცავად, არაფრით უზრუნველყოფს პუტინის აგრესიისგან უკრაინელი ხალხის დაცვას და უარყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კარინე ჟან-პიერი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ ეროვნული უსაფრთხოების ამ აქტუალურ საკითხებზე ორპარტიული წესით უნდა იმუშაონ, როგორც ამას ადმინისტრაცია და სენატი აკეთებენ.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გუშინ განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს 17.6 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას ისრაელისთვის უსაფრთხოებისთვის, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner