logo_geo
eng_logo
აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს
- +

4 თებერვალი. 2024. 11:20

 

 

შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში 30-ზე მეტი სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს.

 

„დღევანდელი დარტყმის სამიზნე იყო „ჰუსიტების“ იარაღის საწყობები, სარაკეტო სისტემები და გამშვებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, ბაჰრეინმა, კანადამ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ახალმა ზელანდიამ ერთობლივად გაავრცელეს.

 

ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადა, რომ „USS Gravely“-მა და „USS Carney“-მა სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტები გაისროლეს და დარტყმების განხორციელებაში ასევე ჩართული იყვნენ F/A-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner