logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესარჩევი პროექტები განიხილეს
- +

4 თებერვალი. 2024. 14:14

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი და საკრებულოს დეპუტატები ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევის, ახალსოფლის, ჭყოპიანის, კაპრაშიანის, გარიყულას და ერთაწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესარჩევი პროექტები განიხილეს, რომელიც ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობის მიხედვით შეარჩიეს.

 

მოსახლეობამ არჩევანი საუბნო გზებზე, სანიაღვრეს მოწყობა-მოხრეშვაზე, გარეგანათებისა და სკვერის მოწყობაზე გააკეთა.

 

ამასთან ერთად, დავით ქისიშვილმა სოფელ ერთაწმინდის მოსახლეობას საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმად მიმდინარე წელს სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები იწყება.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების შერჩევა დამოკიდებულია მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპზე, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ განსახორციელებელ პროექტებს.

 

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner