ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-ს აჭარბებს. ამის შესახებ reuters იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, 200-მდე პირი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ჩილეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანაპირო ტურისტული ქალაქ ვინა-დელ მარის მიმდებარე ტერიტორიები ყველაზე მეტად დაზარალდა.
სამაშველო და სახანძრო სამსახურები ცდილობენ ყველა დაზარალებულ რეგიონამდე მისვლას.
ჩილეს პრეზიდენტის გაბრიელ ბორიჩის თქმით, „სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია“.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.