გიორგი გამსახურდია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აი, ამ მოღალატე ნაძირალას, აბსოლუტურად უზნეო, ყველა განზომილებაში არაკაცს და გაიძვერას, ნებისმიერი ორთოდოქსი ნაცი მირჩევნია. ის ნაცი, ვიცი, ვინცაა და თავიდანვე თავისი პოლიტიკური წესრიგით მოდის და თავის ინტერესს ატარებს. მაგრამ ეს გარეწარი, რომელმაც აბსოლუტურად ყველა მაღალი თანამდებობა მოიარა, იმ თანამდებობებზე ყოფნისას, საბოტაჟისა და დესტრუქციის მეტი არაფერი არ უკეთებია, ახლა ბიძინა ივანიშვილზე იღებს ხმას. ადამიანზე, რომელმაც მართლა ჩააცვა და დაბანა, შვილებს ვერ უკეთებენ მამები, რაც ამ ნაგავს გაუკეთა, ბოლომდე ცდილობდა, რომ იქნებ ამ ნაგავს სახე შეენარჩუნებინა... გახარია, შენ, როგორც მოღალატე და გარეწარი, შეეთრევი ისტორიაში, ხოლო ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც ამ ქვეყნის მოყვარული და ამ ქვეყანაზე გადაყოლილი ადამიანი. მის კაცობასთან, შენისთანა ვირთხა ვერანაირად სიახლოვესაც ვერ მოვა“, - წერს გიორგი გამსახურდია.