უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იური მალაშკო ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მალაშკო თანამდებობიდან მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ივან ფედოროვი დანიშნა, რომელიც, მანამდე, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერი იყო.