logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მელიტოპოლის ექს-მერი ივან ფედოროვი დანიშნა
- +

4 თებერვალი. 2024. 18:54

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იური მალაშკო ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მალაშკო თანამდებობიდან მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ივან ფედოროვი დანიშნა, რომელიც, მანამდე, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner