ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ოპერაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. ამის შესახებ BBC იტყობინება.
„მონარქმა სატელევიზიო კამერებს ხელი დაუქნია. მეფე მეუღლესთან, დედოფალ კამილასთან ერთად წირვას დაესწრო მარია მაგდალინელის ეკლესიაში“, - წერს მედიასაშუალება.
როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები არ ავრცელებენ საკუთარი დაავადების დეტალებს, მაგრამ მეფე ჩარლზმა თავად გამოთქვა მზაობა ინფორმაცია გაესაჯაროებინა, რადგან ამ ნაბიჯით სტიმული მიეცა იმ კაცებისთვის, რომლებსაც პროსტატიტი აქვს.
ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის მეფეს 19 იანვარს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
როგორც BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით წერს, სიმსივნე კეთილთვისებიანია.