ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა. იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვერონას“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი 88-ე წუთზე გაიტანა. მეტოქის კარი მან წელს პირველად აიღო.
შეხვედრა „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.