პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საკადრო ცვლილებებს გადაცემაში „იმედის კვირა“ გამოეხმაურა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
„ირაკლი კობახიძეს აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა, რომ ახალი წარმატებები და პროგრესი მოუტანოს ქვეყანას სამთავრობო გუნდთან ერთად. მჯერა, რომ ღირსეულად და წარმატებებით უპასუხებს ამ გამოწვევას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
დეპუტატმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატზე ირაკლი ჩიქოვანზეც ისაუბრა, რომელიც ირაკლი კობახიძემ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად წარადგინა.
„ირაკლი ჩიქოვანი საერთაშორისო მიმართულებით ბევრს მუშაობდა და ასევე, ყოველთვის რჩებოდა უშუალო კონტაქტზე ხალხთან. ის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ძალიან კარგად იცის, თუ რა მოლოდინები აქვთ მოქალაქეებს, ოჯახებს და საზოგადოებას ხელისუფლებისგან, ამიტომ მგონია, რომ ამ ორ გამოცდილებას ძალიან კარგად გამოიყენებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.