„ღარიბაშვილიც და კობახიძეც - ორი ირაკლი ერთმანეთში მუდმივ კონტაქტში იყვნენ ყოველთვის, ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ვფიქრობ, პოზიტიური ცვლილებაა და მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობა უფრო დინამიკური გახდება. ღარიბაშვილიც და კობახიძეც - ორი ირაკლი ერთმანეთში მუდმივ კონტაქტში იყვნენ ყოველთვის, ასეც გაგრძელდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.
„სტაბილურობა უნდა ხალხს. ჩვენ არა მარტო სიტყვიერად, არამედ საქმით ვაჩვენეთ, რომ სტაბილურობა არის ჩვენი მართვისთვის მახასიათებელი. გამორიცხულია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა აირჩიოს გაცხადებულად დესტაბილიზაციის, ქვეყნის რყევის გეგმა მუდმივად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.