ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გენადი მარგველაშვილმა „რეპორტიორთან" ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე ისაუბრა. როგორც მაჟრიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, პროექტი ძალიან მასშტაბურია და არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„ქუთაისში უნიკალური პროექტის მშენებლობა იწყება. საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობით ქუთაისის აღორძინება დაიწყება. აქ მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, აქ არის სპორტი, ბიზნესი, უნიკალური შესაძლებლობები ყველა მიმართულებით.
ეს პროექტი არა მარტო განათლებისთვის არის კარგი, ასევე შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს. საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ცენტრი არის ახალი სიცოცხლე ქუთაისისთვის", - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.