logo_geo
eng_logo
მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება სურს
- +

4 თებერვალი. 2024. 22:10

 

 

პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება უნდა.

 

იანვარში მოურინიო „რომადან“ დაითხოვეს და დღეისთვის ის კლუბის გარეშეა დარჩენილი. გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, ჟოზე არ აპირებს კარიერის დასრულებას ან სამწვრთნელო საქმეში პაუზის აღებას.

 

მოურინიოს სურვილია, დაბრუნდეს „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც სპორტული საქმეების მართვა მილიარდერ ჯიმი რეტკლიფის ხელში გადავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბის აქციათა 25 პროცენტი შეიძინა. პორტუგალიელს მიაჩნია, რომ მანჩესტერულ კლუბში მას დაუმთავრებელი საქმეები დარჩა.

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი შეიძლება დაითხოვონ პოსტიდან სეზონის დასრულების შემდეგ, თუ ის ვერ შეძლებს კლუბის შედეგების გაუმჯობესებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner