logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ბოლო 12 წლის განმავლობაში ოპოზიცია იყო დაქსაქსული
- +

4 თებერვალი. 2024. 23:30

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცესს არ დასწრება.

 

როგორც ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ოპოზიცია ბოლო 12 წელიწადია ფრაგმენტული და დაქსაქსულია, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს თამამი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს.

 

„ოპოზიცია ზნეს არ შეიცვლის. ბევრი მათგანი შეიძლება არც შემოვიდეს განხილვებზე. ადამიანებმა პირადი წყენა, ბოღმა, პარტიული პარტიკულარიზმი, საშინელი კარჩაკეტილობა ვერაფრით გადალახეს და თვალი ვერ გაუსწორეს იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მათი მდგომარეობა, პირველ რიგში ისევ მათი დამსახურებაა, ვგულისხმობ ბოლო 12 წელიწადს. ოპოზიცია იყო სპორადული თავიდან ბოლომდე, ფრაგმენტული, დაქსაქსული, მიზანზე არაორიენტირებული. ეს აძლევდა საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას უფრო თამამი ყოფილიყო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და მიეღწია შთამბეჭდავი გამარჯვებებისთვის. 10, თუ 11 არჩევნები მოვუგეთ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დანარჩენ ოპოზიციონერ კოლეგებს. პირველ რიგში მარცხის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებონ, მაგრამ როგორც ჩანს, დასკვნები ამ ადამიანებს ვერაფრით გამოაქვთ და ისევ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner