logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: პრეზიდენტი ისეა გადაჯაჭვული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ ვერ გაარჩევ, სად მთავრდება „ნაციონალური მოძრაობა“ და იწყება სალომე ზურაბიშვილი
- +

4 თებერვალი. 2024. 23:30

 

 

ვფიქრობ, ყველანაირი პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი ინსტიტუცია შეგვრჩა ხელში და სამწუხაროდ, ეს არის ფუჭად დაკარგული დრო. არადა მე და მილიონზე მეტ ქართველ ამომრჩეველს უნდოდა სულ სხვანაირი სალომე ზურაბიშვილი გვენახა პრეზიდენტის სავარძელში - ისეთი, როგორიც მე ვნახე 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა ქოლგით ხელში ეხმალავებოდა სპეცრაზმელებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ისეა გადაჯაჭვული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დანარჩენ თავის მაგინებლებთან, რომ ვერ გაარჩევ, სად მთავრდება „ნაციონალური მოძრაობა“ და იწყება სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

ის იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ის „საზოგადოებასთან ბოლო უხილავ ძაფს გაწყვეტს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner