logo_geo
eng_logo
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევით, ერთდროულად, ორი კურდღლის დაჭერა გამოდის“
- +

13 სექტემბერი. 2016. 19:11



ასოციაცია, „ქართული ღვინოს" მარკეტინგის მენეჯერი, გიორგი აფხაზავა აცხადებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.



მისი თქმით, ასოციაცია „ქართული ღვინო" კერძო ორგანიზაციაა, რომელიც დაახლოებით, 30 კომპანიას აერთიანებს. 



მისი თქმით, 2017 წლიდან ქართველი მწარმოებლები შეძლებენ, გამოიყენონ ღვინოზე ნულოვანი ტარიფი, თანაც გარდამავალი პერიოდის გარეშე.


 

მსგავსი რაღაც არც ერთ ქვეყანასთან არ ჰქონია ჩინეთს, მხოლოდ საქართველოსთან არის გამონაკლისის სახით. წარმოიდგინეთ, 1.4 მილიარდი მომხმარებელია, უზარმაზარი ბაზარი და ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ყველანაირი ბარიერის გარეშე შეიტანონ ქართული ღვინო. ეს დიდი მიღწევაა გაყიდვების, ეკონომიკური სარგებელისა და ბაზრის დიფერენციაციის მხრივ და ზოგადად, არა მარტო კომპანიებისთვის. ტოპ სამეულში" შედის ჩინეთი ექსპორტირებად ბაზრებს შორის. როდესაც გაყიდვები იზრდება ექსპორტირებად ქვეყნებზე, ავტომატურად ახდენს გავლენას ტურიზმზეც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეტი ჩინელი ჩამოვა საქართველოში ტურიზმის და კონკრეტულად, ღვინის ტურიზმის მიმართულებით, ორი კურდღლის დაჭერა გამოდის ერთდროულად", - აღნიშნა აფხაზავამ



ცნობისათვის, ეკონომიკის მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგრო პროდუქტები ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner