logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ, აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება
- +

5 თებერვალი. 2024. 10:18

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 

„სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პროექტი, რომლის ფარგლებში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, როგორც პოლიციის თანამედროვე საუბნო მიმართულება. ამ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ და აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner