logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება
- +

5 თებერვალი. 2024. 11:37

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები სოფელ ახალციხეში, ნოსტესა და მთიულთუბანში გამართეს.

 

შეხვედრაზე ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის მთავარ მიზანს სოფლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მნიშვნელოვან პროექტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიურობა და მათი ჩართულობა წარმოადგენს.

 

სამივე სოფლის მოსახლეობამ დასახელებული წინადადებებიდან ყურადღება სოფლის საჭიროებებზე გაამახვილა და გადაწყვეტილებებიც შესაბამისი პრობლემების გადაჭრაზე მიიღო.

 

ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმადაც სამივე სოფელში მიმდინარე წელს გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.

 

კასპის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 950 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner