logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში დაბრკოლებები არ არსებობს
- +

13 სექტემბერი. 2016. 20:13



ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის  შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში დაბრკოლებები არ არსებობს.

 

„უპირველეს ყოვლისა, მსურს დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ვიზალიბერალიზაციის არსთან დაკავშირებით არც ევროპარლამენტში და არც ევროკავშირის საბჭოში დებატები არ არის. ეს ყველასთვის მისაღებია. საუბარია უკვე არსებული ე.წ. შეჩერების მექანიზმის გაფართოების ინიციატივაზე, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს. კიდევ ერთხელ მსურს დაგარწმუნოთ, რაც შეეხება საქართველოს საკითხს, აქ დაბრკოლებები არ არსებობს", - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner