logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა
- +

5 თებერვალი. 2024. 14:56

 

 

რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

 

„დაბა ლაითურში ახალგახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ უკვე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

 

მისივე თქმით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტი შესაძლებლობისთვის გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაც.

 

„გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა, რის შედეგადაც პატიმართა ჯანმრთელობის დაცვის მეტი შესაძლებლობა შეიქმნება პენიტენციურ დაწესებულებაში.  მაგალითისთვის  ახალგახსნილ ლაითურის დაწესებულებაში არის უნიკალური სამედიცინო აპარატურა, რომელიც  შეიძლება ბევრ სხვა საავადმყოფოშიც კი არ იყოს საქართველოში“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner