საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის შეფასებით, 2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა.
კერძოდ, გომელაურმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა?“.
„რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, დეტალებში არ შევალ. სწორი პოლიტიკით იქნებოდა ეს ყველაფერი. რაც ჩვენმა გუნდმა გააკეთა, იმავეს გააკეთებდა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.