logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: თანამდებობა არის დროებითი…
- +

12 მარტი. 2016. 11:14



„ქართული ოცნება - მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, გუბერნატორებმა და ზოგმა მინისტრმაც, თანამდებობა არჩევნებამდე დატოვოს.


სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია „ეროვნული ფორუმის" წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე „რეპორტიორს" ესაუბრა.


„მე არ ვფიქრობ, რომ თანამდებობა ვინმეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული. თანამდებობა არის დროებითი და ვინც არ იმსახურებს, ან მისი კომპეტენცია არ ყოფნის იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, რასაკვირველია ასეთ შემთხვევაში ლოგიკური და ცოცხალი პროცესია სამთავრობო ცვლილებები.

 

ის, რომ გიორგი კვირიკაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრებები და რაღაც გადაწყვეტილება, ამის სრული უფლება აქვს. არა მხოლოდ უფლება, ვალდებულება აქვს აღებული და პასუხს აგებს აღმასრულებელი ხელისუფლების გამართულ მუშაობაზე. ასე, რომ იმ შემთხვევაში, თუ კვირიკაშვილი მსგავს რამეს აპირებს, ვერავინ იტყვის რატომ უნდა განახორციელოს საკადრო ცვლილებები.

 

თუმცა, სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია მხოლოდ სოციალური ქსელებიდან და მედიისგან მაქვს. კოალიციის ფორმატში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა არ ყოფილა", - ამბობს ანი მიროტაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner