logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: პოდოლიაკის ეს მცდელობა, ირიბად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საქართველოში არეულობის შექმნის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით
- +

5 თებერვალი. 2024. 18:31

 

 

„პოდოლიაკის განცხადება, რომელიც დაჟინებით ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, თუ გადაყვანას და მისი მკურნალობის თემის წამოწევა, ვფიქრობ, კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველოში გამოიწვიოს შიდა არეულობა და ირიბი მცდელობაა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ შემცირებულა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე კვლავ დიდია.

 

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ჯანდაცვის სერვისების მიღების თვალსაზრისით არ ირღვევა და მის მიმართ სამართლიანი მიდგომა განხორციელებულია.

 

პოდოლიაკის განცხადება, რომელიც დაჟინებით ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, თუ გადაყვანას და ზოგადად მისი მკურნალობის თემის წამოწევა, ვფიქრობ, კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველოში გამოიწვიოს შიდა არეულობა და ირიბი მცდელობაა, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ შემცირებულა, უფრო სწორად არ გამქრალა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს, რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და არ ვიცით ძალთა ბალანსი როგორ გადანაწილდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე კვლავ დიდია. პოდოლიაკის ეს მცდელობა, ირიბად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საქართველოში არეულობის შექმნის მცდელობა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მიზნით.

 

განსაკუთრებით კი, თუ ამას განვიხილავთ იმ კონტექსტში, რაც ახლა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ტერორისტული აქტის შესახებ, როდესაც ცდილობდნენ საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების და ნივთიერებების შეტანას, ყველაფერ ამას თუ დავაჯგუფებთ, ძალიან რეალური ხდება ეს ვარაუდი. ასე რომ, საფრთხე კვლავ დიდია. მე მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ სიფრთხილე არ მოადუნონ“, - განაცხადა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner