"ძალიან ბევრი წარმატების მიუხედავად ჩვენ ყოველთვის გვაქვს საკუთარ თავთან ყველაზე დიდი პრეტენზია და ვართ ყველაზე დიდი თვითკრიტიკოსები, "- ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა ცვალებადია საჭიროებებიდან გამომდინარე.
„რაც შეეხება იმას თუ რას ვაპირებთ ამაზე მგონი ვრცლად ვისაუბრე. თუ დამატებითი კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გიპასუხებთ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ არასოდეს ვეძლევით თვითკმაყოფილებას და ყოველ დღე ვცდილობთ, რომ გაკვეთილი გამოვიტანოთ თითოეული ჩვენი მოქმედებიდან. რა თქმა უნდა ეს პროგრამაც ცვალებადია გამომდინარე იმ საჭიროებებიდან რაც ამ პროცესებში წარმოიშობა“ - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.