logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: როცა ზელენსკი და პოდოლიაკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობენ, ვითომ იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქეა, თავიანთი სხვა მოქალაქეების ჩართულობა ტერორისტული აქტის სამზადისში არ უნდა მოიკითხონ?
- +

5 თებერვალი. 2024. 23:10

"იმით, რაც სუს-მა გამოავლინა, ჩანს, რომ ორი კურდღლის დაჭერა უნდოდათ: საქართველოს გავლით რუსეთში ტერორისტული აქტის მოწყობა - სხვა გზით ვერ მიაღწიეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ასე სცადეს და მეორე - აქაც მძლავრ იარაღს ტოვებდნენ, ანუ აქაც იგივე სურდათ," - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

 

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა ქართული ოპოზიციის შესახებ, რომელიც კვლავ უკრაინის ხელისუფლების მხარეს იჭერს და ანტისახელმწიფოებრივ განწყობებს ავლენს.

 

 

„გაერთიანებულ კომიტეტზე დეკანოიძემ განაცხადა, აბა, სად არის ის მეორე ფრონტის საფრთხე, „ხალხის ძალა“, რომ განგაშს ტეხდაო და ამ კითხვიდან სულ ცოტა ხანში იყო სუს-ის ბრიფინგი, სადაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ გამოავლინეს და აღკვეთეს ტერორისტული მცდელობა. ამ ეტაპზე საქართველოს გავლით გადაჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებები რუსეთისკენ, რაც, ისევ საქართველოს უნდა დაჰბრალებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეში ისევ უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობენ.

 

 

როცა ზელენსკი და პოდოლიაკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობენ, ვითომ იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქეა, თავიანთი სხვა მოქალაქეების ჩართულობა ტერორისტული აქტის სამზადისში არ უნდა მოიკითხონ? ველოდებით მათ განცხადებებს.

 


იმით, რაც სუს-მა გამოავლინა, ჩანს, რომ ორი კურდღლის დაჭერა უნდოდათ: საქართველოს გავლით რუსეთში ტერორისტული აქტის მოწყობა - სხვა გზით ვერ მიაღწიეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ასე სცადეს და მეორე - აქაც მძლავრ იარაღს ტოვებდნენ, ანუ აქაც იგივე სურდათ. ამ ყველაფრის ფონზე დეკანოიძე, სამადაშვილი და ნაცვლიშვილი აცხადებენ, რომ უკრაინაზე ჩამორჩენილები ვართ, რადგან იქ უბედურება ხდება, ხელისუფლება ერთმანეთს დაერია, ერთმანეთს კორუფციაში ამხელენ და ა.შ. მათი აზრით, იგივე თუ მოხდება აქ და ეს ტერაქტიც თუ მოხდებოდა, ალბათ მაშინ გავუსწრებდით უკრაინას. ღმერთმა ქნას, სულ ასე „ჩამორჩენილები“ ვიყოთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner