logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: როგორი ვეფხვის ფორმაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, თუ გული წრუწუნასი აქვს, დარჩება ისეთივე მშიშარად
- +

6 თებერვალი. 2024. 00:29

"დღეს კომიტეტზე ოთხივე მინისტრმა თქვა, რას აპირებს [არჩევის] შემდგომ და რა სიახლე იქნება. ამის მოსმენის შემდეგ, კიდევ სვამს ოპოზიცია [კითხვებს], იქ ნაცვლიშვილმა თქვა, [რომ კომიტეტზე] არაფერი ახალი არ ითქვაო," -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რეალურად, ოპოზიცია იბრძვის მომავალ არჩევნებში, იმ 30 მანდატის გადანაწილებისთვის.

 

 

დღეს კომიტეტზე ოთხივე მინისტრმა თქვა, რას აპირებს არჩევის შემდგომ და რა სიახლე იქნება. ამის მოსმენის შემდეგ, კიდევ სვამს ოპოზიცია კითხვებს. იქ ნაცვლიშვილმა თქვა, კომიტეტზე არაფერი ახალი ითქვაო. თან ამბობენ ამ ცვლილებებს რა მნიშვნელობა აქვსო, თან წუხილს გამოთქვამენ - აბა ახალი რატომ არ თქვითო?!

 

 

ახლა, აგონიაშია ოპოზიცია. ოპოზიციაში იცით რა ხდება? დაახლოებით, 30 მანდატისთვის ემზადებიან, რომელიც სავარაუდოდ ოპოზიციას შეხვდება მომავალ პარლამენტში. ოპოზიციის წარმომადგენლები რას ამბობენ - მე გადავლახავ 5 %-იან ბარიერს, სხვამ იკითხოსო. როდესაც ტექნიკურ საკითხებზე არის საუბარი, ყველა ამბობს, რომ გადალახავს 5 %-იან ბარიერს. იქ საუბარი არაა დიდ პროცენტებზე. ახლა მიდის ბრძოლა დაახლოებით, 30 მანდატში ვინ მეტს მანდატს წაართმევს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ 30-ვე მანდატი არ აიღოს 5-მა ნომერმა. იქნებ 10-15 მანდატი ე.წ. „მესამე ძალამ“, რომელიც არის იგივე „ნაცმოძრაობა“, როგორმე მათ აიღონ. ეს უკვე რეალობაა. ამას ჩვენ კარგად ვხედავთ. NDI-ის და IRI-ის ვერ დააბრალებ სახელისუფლო გუნდის მეხოტბეობას, მაგრამ იმ არაობიექტურ კვლევებშიც კი ჩანს, რომ სახელისუფლო გუნდს აქვს 2,5 -ჯერ მეტი, ვიდრე ჯამში აღებული ოპოზიციას. როგორი ვეფხვის ფორმაც არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, თუ გული წრუწუნასი აქვს. ის დარჩება ისეთივე მშიშარად. ეს მოცემულობაა ოპოზიციაში, რეალურად ისინი იბრძვიან დაახლოებით 30 მანდატის გადანაწილებისთვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner