logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი „ლისი დეველოპმენტის” განცხადებაზე: სავარაუდოდ, დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული, ამ ამბის უკან ხომ ხანდაზმული თაღლითები, ხაზარაძე და ჯაფარიძე დგანან
- +

6 თებერვალი. 2024. 10:09

 

 

„ლისი დეველოპმენტი“ ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს - ამ უწყინარი ამბის უკან სავარაუდოდ დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ნიკოლეიშვილი ეჭვობს, რომ საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. მისი განცხადებით, ამ თემის ირგვლივ ბევრი კითხვა არსებობს, რომლებსაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პასუხები უნდა გასცენ.

 

„ხაზარაძე/ჯაფარიძის მორიგი თაღლითობა?!

 

„ლისი დეველოპმენტი“ ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს - ამ უწყინარი ამბის უკან, სავარაუდოდ, დიდი თაღლითური სქემაა დალაგებული. რადგან ამ ამბის უკან ხომ ხანდაზმული თაღლითები, ხაზარაძე და ჯაფარიძე დგანან. საქმე იმაშია, რომ მათმა კომპანიამ, რომელსაც ფიგურალურად შვილები მართავენ. თუმცა რეალურად ყველაფერს თავად განაგებენ, ობლიგაციების მფლობელები „გადაყარა“ და არავინ იცის, რა და როგორ დასრულდებოდა, ეს ამბავი მალევე რომ არ გამსკდარიყო.

 

 ამ ამბავს არც ბოდიშის მოხდა უშველის და არც თანხის ანაზღაურება, რადგან ეჭვი მაქვს, საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც მინიმუმ - ხაზარაძე/ჯაფარიძემ პასუხი უნდა გასცენ კითხვას, რატომ მოატყუეს ბონდების მფლობელები, აუდიტორულმა კომპანიამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ შეაფასა კომპანია იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე ღირდა, რამაც ათეულობით ადამიანის მოტყუება გამოიწვია. და ბოლოს, სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს, ეს იყო კომპანიასა და აუდიტორებს შორის თაღლითური გარიგება თუ კომპანიამ მიაწოდა იმთავითვე მცდარი ინფორმაცია აუდიტორებს. კითხვა ბევრია - რომელსაც პასუხები სჭირდება, რადგან ამ ორი თაღლითისგან გამწარებული ბევრი ადამიანის სახელი და გვარი ვიცით!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner