logo_geo
eng_logo
ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დააზარალა
- +

6 თებერვალი. 2024. 11:17

 

 

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა.

 

ქარმა სახურავი გადახადა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. სახურავი დაუზიანდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

 

ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები წუხელვე გაიწმინდა. სოფლების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ამ წუთებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა.

 

რაც შეეხება მესტიას, ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წუხელვე მოხერხდა ზვავის შედეგად ჩაკეტილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა.

 

პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner