კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ედიტე მედნეს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„17 თებერვალს დაგეგმილია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ასევე, გავეცნობით სახელოვნებო განათლების მიმართულებით ლატვიაში დანერგილ პრაქტიკას“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.