logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით
- +

6 თებერვალი. 2024. 13:28

 

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

„ერთადერთი, ვისაც აქვს კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს არის თვითონ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებით. მან უნდა გასცეს პასუხები კითხვებს, რომლებიც აქვს ქართულ საზოგადოებას სწორედ სალომე ზურაბიშვილის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა, რომ იგი პარლამენტის ტრიბუნასთან დგას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner