logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს
- +

6 თებერვალი. 2024. 13:40

 

 

კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

 

„ცხრა პუნქტის შესრულებაზე ჩვენ პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ვართ ქართველი ხალხის და არა სალომე ზურაბიშვილის წინაშე, რომელიც პირდაპირ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს. ის პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. გახსოვთ მისი განცხადებები, კანდიდატის სტატუსის მიღების დღის ჩათვლით ერთხელ ვერ ვათქმევინეთ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner