„9-პუნქტიანი გეგმა თავის დროზე ერთობლივად შევადგინეთ. მთავრობა და პარლამენტი ერთად ვიყავით ამ გეგმის მომზადებაში. გავყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მთავრობის მიერ არის ოფიციალურად დამტკიცებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება ვადებში მცირე აცდენას, ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი ოპოზიციასთან სამუშაო ფორმატში. თუ რაღაც საკითხები საჭიროებს მეტ კონსულტაციას, მზად ვართ, მეტი დრო დავუთმოთ ამას. ფორმალურად არ გავყვებით ამ ვადებს, მთავარია, რომ ხარისხიანი შედეგი მივიღოთ.“, - აღნიშნა კობახიძემ.