პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის საფუძველზეც უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი რეაგირება ისეთ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ტაძრების შეურაცხყოფას და ა.შ. ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი“, - აღნიშნა კობახიძემ.
წმინდა მატრონას ხატისთვის, საღებავის შესხმის გამო აქტივისტი ნატა ფერაძე ხუთი დღით დააკავეს.