logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის გამოსვლაში ერთადერთი რამ იყო საინტერესო, აშკარად აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური ძალა
- +

6 თებერვალი. 2024. 13:54

 

 

პრეზიდენტის გამოსვლაში ერთადერთი რამ იყო საინტერესო, აშკარად აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური ძალა, ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი რამ იყო საინტერესო – მან დაასტურა რეალურად ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარად ის აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა. ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება, ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან. დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner