logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: ამდენი სიცრუე, რასაც ეს გაყიდული ქალი ციტირებს, უკვე მეტისმეტია
- +

6 თებერვალი. 2024. 14:10

 

 

როგორ არის მიუღებელი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა ან მმართველი პარტიისთვის, ან კერძოდ მისი ამომრჩევლისთვის, როცა უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ეს ლუზერი" ქალი ჩავაბრძანეთ მისთვის საოცნებო პრეზიდენტის სავარძელში, ან რა ენა უტრიალდება გამართულ საკონსტიტუციო სასამართლო მოიხსენიოს, როგორც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობამ გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც".

 

ფოჩხუას თქმით, ზურაბიშვილის  ტყუილებზე აგებული გამოსვლა შუღლის გაღვივებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას ემსახურება.

 

ამდენი სიცრუე რასაც ეს გაყიდული ქალი ციტირებს, უკვე მეტისმეტია. როგორ არის მიუღებელი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობა ან მმართველი პარტიისთვის, ან კერძოდ მისი ამომრჩევლისთვის, როცა უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ეს ლუზერი“ ქალი ჩავაბრძანეთ მისთვის საოცნებო პრეზიდენტის სავარძელში, ან რა ენა უტრიალდება გამართულ საკონსტიტუციო სასამართლო მოიხსენიოს, როგორც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, წავიდეს სტრასბურგში, იჩივლოს, ვნახოთ ვისი აჯობებს, მაგრამ მან თუ არა, მისმა "ბოსებმა" ხომ კარგად იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

მისი ეს ტყუილებზე აგებული გამოსვლა ემსახურებოდა ისევ შუღლის გაღვივებას და დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას.

 

არ გათეთრდების ყორანიო, ნათქვამია"- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner