„ვინმემ მოისმინა, პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა. მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში - ნული.“ - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი.
„სალომე ზურაბიშვილი იმაზე მეტად გაუნათლებელი და მავნეა, ვიდრე მეგონა.
ე.წ. ანგარიშის დეტალურ განხილვას არ შევუდგები. ზოგადად შევაფასებ.
რატომ ეგრეთ წოდებული? აბა სად იყო ანგარიში? ვინმემ მოისმინა, პრეზიდენტმა რა გააკეთა ამ ერთი წლის მანძილზე? არა.
მოვისმინეთ დამოძღვრა, თავი ქართლის დედა ჰგონია, ლანძღვა და ტრიბუნის გამოყენება წინასაარჩევნოდ, მათ შორის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ანგარიში - ნული.
კიდევ ერთი. ბევრჯერ მაქვს დაწერილი: არ მიყვარს ნიშნის მოგება და ნიშნის მოგებით საუბარი. მთელი ე.წ. ანგარიში გაჟღენთილი იყო ნიშნის მოგებით.
ზურაბიშვილის მთავარი ადრესატი იყო ოპოზიცია, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მათი გაერთიანება და მათ შემდუღებლად წარმოუდგენია თავი. ვნახავთ, რას და ვის შეადუღებს.
განა 2018 წელია, რომ მთელი ქვეყანა დაირაზმოს ვაშაძის და შკლიაროვის წინააღმდეგ? ჰგონია, თავისით გახდა პრეზიდენტი. მარგველაშვილსაც მასე ეგონა და სადაა ახლა?
P.S. რაჭა ახსენა დღეს, პოლიტიკური მიზნებისთვის. აჭარაში დღეს სტიქიაა და სიტყვა არ დასცდენია“ - წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.