logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც არის მცდელობა, რომ საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა
- +

6 თებერვალი. 2024. 15:42

 

 

როდესაც იხსნება ტრანსნაციონალური დანაშაული და იკვეთება რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი ამაში, რომელი ქვეყნისაც უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი, უდავოა, რომ ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები.

 

„წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც არის მცდელობა, რომ საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ეს მიდის ერთადერთი მიზნისკენ, რომ საქართველო ჩაბმული იყოს ომში და გამოცხადდეს მხარედ. ამისთვის იყო არა მხოლოდ მოწოდებები, დაძალებებიც კი. ხან გვთხოვდნენ, მოხალისეების გაშვებას და თვითმფრინავების მთავრობის ნებართვით გაშვებას. პირდაპირი მოწოდებებიც გვახსოვს ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდანაც. ახლა ამ გზით, ანუ, ტერაქტების მოწყობის გზით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაითრიონ ამ ამბავში საქართველო. საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები. უდიდესი მადლობა მათ, სპეცსამსახურებმა შექმნეს იმის პრეცედენტი, რომ ასეთი ვითომ კარგად ორგანიზებული დანაშაულებიც კი იხსნება ამ სპეცსამსახურების მიერ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner