logo_geo
eng_logo
ჰილარი კლინტონი შესაძლოა, მოწამლეს?..
- +

13 სექტემბერი. 2016. 21:43



ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ბენეთ ომალუ გამოთქვამს ვარაუდს, რომ "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, შესაძლოა, მოწამლეს.


"WaSshington post"- ის ინფორმაციით, მეცნიერი კლინტონის შტაბს მოუწოდებს, კლინტონის სისხლში შხამის შემცველობის თაობაზე სინჯები აიღონ, რადგანაც სავსებით შესაძლებელია, პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლული იყოს.


ამასთან, ბენეთ ომალუ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს არ ენდობა, რადგან მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.


შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონი 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეუძლოდ გახდა. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მას ექიმებმა პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთლეობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის გაგრძელება ვეღარ შეძლო.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner